Saturday, April 22, 2017

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:საქართველოს მთიანი რაიონების :(სვანეთი,ქართლ-კახეთი.) მუსიკალური ფოლკლორი
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:შევისწავლოთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიანი რაიონების მუსიკალური ფოლკლორი.გავიცნოთ ამ კუთხეების გეოგრაფიულ მდებარეობას,ეთნოგრაფიულ ყოფას,ვუსმინო, ვისწავლოთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები.
3.პროექტის აქტუალობა:ხალხური შემოქმედება ანუ ფოლკლორი ჩვენი ქვეყნის უძველესი და მდიდარი კულტურის მაჩვენებელია. ქართული ხალხური ჰანგებით მსოფლიოს არა ერთი ქვეყნის მსმენელია აღტაცებული.მეტიც ისინი სტუმრობენ ჩვენი ქვეყნას და ეცნობიან ქართულ კულტურას.
4.პროექტის მიზნები:პროექტის მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის კუთხეების ხალხურ სიმღერებს.იმსჯელებენ ხალხური სიმღერების მახასიათებლებზე(დიალექტი,ჟანრი, შემსრულებელთა რაოდენობა). გაიგებენ რომ თვითეულ კუთხეს თვითმყოფადი ხალხური შემოქმედება აქვს, რითაც ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს ქართულ კულტურას.
5.მონაწილეთა ასაკი 14-16 წ
6.ვადები/ხანგრძლივობა 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მასალას მოიძიებენ.შექმნიან ფოტო ალბომს,შექმნიან პრეზენტაციებს
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:
ინტერნეტი, წიგნი,CD დისკი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)მასალის მოძიება:
ჯგუფური მუშაობა კლასში ,ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში, და ა.შ
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება
11.პროექტის ხემძღვანელი(მასწავლებელი):ელენე ჩოლოგაური
12.ხემძღვანელის ელ.ფოსტა:elenechologauri@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:elenachologauri.blogspot.com